Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის საბჭომ უვადოდ დანიშნა კიდევ 8 მოსამართლე


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, რაიონულ და საქალაქო სასამართლოებში უვადოდ გამწესდა 8 მოსამართლე: ეკა არეშიძე, ნატო ხუჯაძე, მერაბ ჯორბენაძე, ინდირა მაშანეიშვილი, სალიხ შაინიძე, ლერი თედორაძე, ნატრული აკობია და გია ბერაია.

სამი მათგანი უვადოდ დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ორი ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ერთი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ერთი ზუგდიდის რაიონულ და ერთი ახალციხის რაიონულ სასამართლოში. ამ მოსამართლეებს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა 15 თებერვალს ეწურებოდა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღევანდელი კენჭისყრის შედეგად ყველაზე მეტი - 14 ხმა მიიღო ეკა არეშიძემ. 12 ხმაზე ნაკლები არ მიუღია არცერთ დანარჩენ კანდიდატს. იუსტიციის საბჭოში სულ 15 წევრია.

რაიონულ, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესი 2016 წლიდან მიმდინარეობს. უვადოდ უკვე დანიშნულია 150-ზე მეტი მოსამართლე. ამ ინსტანციებში 280-მდე მოსამართლეა.

პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ ინიცირებულია საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე. სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG