აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა მოუწოდა ვაშინგტონის ევროპელ მოკავშირეებს, დატოვონ ირანთან 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმება და განაცხადა, რომ ირანი „უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს“.
პენსმა 14 თებერვალს საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს ვარშავაში, უთხრა, რომ ვაშინგტონის „ზოგიერთი“ „წამყვანი პარტნიორი ევროპაში“ უარს ამბობს თანამშრომლობაზე, როცა საქმე ეხება ირანთან კონფრონტაციას. “მათ მოახერხეს შეემუშავებინათ მექანიზმები, რათა გვერდი აევლოთ ირანის წინააღმდეგ ჩვენს მიერ დაწესებულისანქციებისთვის“, თქვა პენსმა ვარშავაში.
ვაშინგტონი და ევროკავშირი სხვადასხვა მოსაზრებისა არიან ბირთვული შეთანხმების დატოვების თაობაზე. ამ შეთანხმებით ირანს უნდა შეზღუდა თავისი ბირთვული პროგრამა და სანაცვლოდ გაუუქმებდნენდაწესებულ სანქციებს. ევროკავშირის წევრებს სურთ შეთანხმების ასპექტები ძალაში დარჩეს.
საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ ორი კვირის წინ აამოქმედეს მექანიზმი, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს გვერდი აუარონ სანქციებს.აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ვარშავაში საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიმართა, რომ აშშ-ს„ახლო აღმოსავლეთში თანამშრომლობისახალი ერა“ სურს, რათა რეგიონის ქვეყნები წინ აღუდგნენ გამოწვევებს.