Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე: არც ანაკლიას ვეფარებით და არც ბანკს, ჩვენი პატიოსნება არის თქვენ წინ


იყო თუ არა რაიმე სახის მინიშნება, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას სახელმწიფოს მხრიდან რაიმე საფრთხე შეექმნებოდა, ამ კითხვაზე თი-ბი-სი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ უპასუხა, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა და პირველი გემის მიღება პორტში 2020 წლისთვის იგეგმება.

„არც ანაკლიას ვეფარებით და არც ბანკს ვეფარებით, ეს მინდა ხაზგასმით გითხრთჩვენი სამართალი და ჩვენი პატიოსნება არის თქვენს წინ. მაისში და ივნისში ჩვენ და ჩვენმა ქვეყანამ უნდა მივიღოთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაფინანსების წყარო,6უდიდესისაფინანასო ინსტიტუტისგან. მათგან ორი სახელმწიფო ბანკია - გერმანიის და ჰოლანდიის. ევრობანკი, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის და განვითარების ინვესტიციის ბანკი,600 მილიონ დოლარზეა ლაპარაკი. ეს არის პირველი დაფინანსება. აქვე მინდა გითხრათ, რომარ ამოვარდნილა ჩვენი კომპანია იმგრაფიკიდან რაზეც ხელი გვაქვს მოწერილი სახელმწიფოსთან და ახლაც იგეგმება 2020-ში პირველი გემის მიღება, რა თქმა უნდა,თუ ასეთმა ფაქტებმა ხელი არ შეუშალა“.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ახლა საქმე აღარ ეხება თი-ბი-სი ბანკსა და კონკრეტულად ადამიანებს, საქმე ეხება საქართველოს პერსპექტივას.

„ყველა დაინტერესებულ მხარეს ამიტომ მოვუწოდებ, პარლამენტიც იმიტომ ვახსენე და ყველაც, რომ დროზე გაირკვეს სიტუაციაც, დროზე დაიხუროს არარსებული თემები, რათა ჩვენ დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს და ვაკეთოთ - ჩემი დაბადრის [ჯაფარიძე] პირდაპირი საქმე, ბიზნესის კეთება“

XS
SM
MD
LG