Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Freedom House - ივანიშვილი ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას გადაწყვეტილებების მიღების საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზე


Freedom House-მა ანგარიშის - „მსოფლიოში თავისუფლება - 2019“-ის ფარგლებში გამოაქვეყნა ცალკეულ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის დეტალური მიმოხილვა. საქართველოს ნაწილის შესავალში წერია:

„საქართველო ატარებს რეგულარულ და კონკურენტულ არჩევნებს და მისმა დემოკრატიულმა ტრაექტორიამ აჩვენა გაუმჯობესების ნიშნები 2012-2013 წლებში, მთავრობაში ცვლილებების პერიოდში. თუმცა, ბოლო წლებში პროგრესი სტაგნაციას განიცდის. ოლიგარქიულ მოთამაშეებს აქვთ უზომო ზეგავლენა პოლიტიკასა და პოლიტიკურ არჩევანზე, კანონის უზენაესობას ხელი ეშლება პოლიტიკური ინტერესების გამო“.

ანგარიშის ნაწილში, რომელშიც ფასდება მთავრობის ფუნქციონირება, წაიკითხავთ:

„არჩეული თანამდებობის პირების უნარს განსაზღვრონ და განახორციელონ მთავრობის პოლიტიკა ასუსტებს ივანიშვილის არაფორმალური როლი. ის არ ფლობს რაიმე საჯარო თანამდებობას, მაგრამ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას გადაწყვეტილებების მიღების საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზე. მისი დე ფაქტო ძალაუფლება წარმოჩინდა 2018 წლის ივნისში, როცა პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი გადადგა ეკონომიკური პოლიტიკის საკითხში ივანიშვილთან უთანხმოებების გამო.

ივანიშვილის პოლიტიკური ზეგავლენა თვალსაჩინოა აგრეთვე მის ფინანსურ და ბიზნესინტერესებთან კავშირში, კერძოდ, მრავალმილიარდდოლარიანი „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ კონტექსტში, რომელიც შეიქმნა 2013 წელს და აქტიურია თბილისში უძრავი ქონების განვითარების პროექტებში. 2017 წელს ანალიტიკოსებმა გამოთქვეს ეჭვები, რომ განვითარების მსხვილი პროექტი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი ეწინააღმდეგებოდა, ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობდა, დიდწილად ივანიშვილის პოლიტიკური კავშირების გამო“.

XS
SM
MD
LG