Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბუ-დაბის პრინცი დაინტერესდა „დელტას“ მიერ წარმოდგენილი „დიდგორი მეომარის“ 120 მმ ნაღმმტყორცნით


აბუ-დაბის პრინცი, შეიხი მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი დაინტერესდა „დელტას“ მიერ ფართო მასებისთვის პირველად წარდგენილი ჯავშანმანქანის, „დიდგორი მეომრის“ ახალი 120-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდულით.

„დელტამ“ ნაღმტყორცნი წარადგინა საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენაზე IDEX 2019, რომელიც 17-21 თებერვალს, აბუ-დაბიში გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრინცი გაეცნო ქართული წარმოების უახლეს საარტილერიო მოდულს, გაესაუბრა ქართული მხარის წარმომადგენლებს და გამოთქვა სურვილი, რომ საქართველომ მომავალ ღონისძიებებშიც მიიღოს მონაწილეობა.

გამოფენის ფარგლებში ამავე ნაღმტყორცნით დაინტერესდა განას რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო. განას რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დერიკ მადურო ქართული წარმოების სამხედრო დანიშნულების პროდუქციას გაეცნო და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ღონისძიების ფარგლებში სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“წარადგინა ქართული წარმოების შეიარაღების რამდენიმე ნიმუში, მათ შორის, ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარის“ ახალი 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდული, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“, მოდიფიცირებული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს RPGL-7G, .338 კალიბრის სნაიპერული შაშხანას სატევარი - 2, ჯავშანჟილეტებისა და ჩაფხუტების სხვადასხვა მოდელი და სხვა.

XS
SM
MD
LG