Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აშშ-ის საელჩო მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეუშვან დიპლომატები დაკავებულ ამერიკელ ინვესტორთან


რუსეთში აშშ-ის საელჩო მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეუშვან დიპლომატები საინვესტიციო ფონდ „ბერინგ ვოსტოკის“ დამფუძნებელთან, ამერიკის მოქალაქე მაიკლ კალვისთან, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

21 თებერვალს კალვის ოფიციალურად წაუყენეს ფინანსური დანაშაულის ბრალდება. მადვოკატმა დმიტრი კლეტოჩკინმა დაადასტურა ბრალდების წაყენების ფაქტი და აღნიშნა, რომ მისი კლიენტი კვლავაც უარყოფს ბრალდებას. ამასთან, ის უარს ამბობს გამომძიებლის შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე.

კალვი, რომელმაც 1994 წელს დააარსა კერძო საინვესტიციო ფონდი „ბერინგ ვოსტოკი“, რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უცხოელი ინვესტორია.

აშშ-ის საელჩომ 21 თებერვალს გამოაცხადა, რომ 14 თებერვალს კალვის დაკავების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებისაგან არ მიუღია მისი მონახულების უფლება.

XS
SM
MD
LG