Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციის გადასინჯვის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს


„ჩვენ გვაქვს ტექტობრივი შეუსაბამობა კონსტიტუციის მოქმედ რედაქციასა და იმ კანონპროეტს შორის რომელიც არის წარმოდგენილი თქვენს წინაშე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენატულ სხოდდომაზე, სადაც მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ კანონპროტი განიხილება.

„გარდამავალ დებულებებში მოცემულია, რომ 2024 წლის 1 დეკემბრამდე პირველად განწესების შემთხვევაში უვადოდ მოსამართლე თანამდებობაზე შეიძლება განწესდეს 3 წლის ვადით. თითოეული სიტყვა, რომელიც არის მოცემული ამ წინადადებაში შეთანხმებული იყო ვენეციის კომისიასთან და გაიარა ეს ფილტრი. აქ არის მოცემული სიტყვები უვადოდ განწესებემდე - ეს არის საკვანძო ჩანაწერი და ნიშნავს იმას, რომ მოსამართლე ინიშნება აპრიორი იმ პრეზუმფციით, რომ სამი წლის გასვლამდე ის უნდა გადაინიშნოს ან არ უნდა გადაინიშნოს , მაგრამ ამ საკითხის განხილვა არის სავალდებულო კონსტიტუციის ჩანაწერიდან გამომდინარე. შესაბამისად ვერ ჩაიწერება კანონში ვერანაირი ნორმა, რომელიც შეზღუდავს სამი წლის განსვლის შემდეგ ამ საკითხზე მსჯელობას, ეს იქნება კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით ვენეციის კომისიის დასკვნები პირდაპირ ეფუძნება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. მისი თქმით, მსჯელობა პარლამენტში კი ახლა იმაზეა, იმსახურებს თუ არამოქმედი სასამართლო კორპუსი დამოუკიდებლობას.

„ბუნერივია კონსტიტუცია ამ პრინციპიდან ვერ ამოვა, კონტიტუცია უნდა ამოვიდეს სასამართლო დამოუკიდებლობის პრინციპიდან, იმიტომ ის არის გათვლილი ათწლეულებზე და ასწლეულებზე. კონსტიტუცია ვერ დაეყრდნობა პრინციპს, რომ ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს კონკრეტული სასამართლო კორპუსი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე.

სხდომაზე განიხილება მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ კანონპროექტი, რომლის ერთ-ერთ ინიციატორი ეკა ბესელიაა. სხდომაზე გაკეთებული წინასწარი განცხდებების მიხედვით, მმართველი გუნდი ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს, კანონპროექტს ემხრობა საპარლამენტო ოპოზიცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG