Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში მთავრობა გადადგა


ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა მიიღო მთავრობის გადადგომა. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ვებსაიტზე 21 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სულ ერთი საათით ადრე ნაზარბაევმა თქვა, რომ მთავრობა უნდა გადადგეს საშინაო ეკონომიკური პრობლემების მოუგვარებლობის გამო.

მან დაასახელა მთავრობის უუნარობა, გაეზარდა ყაზახების რეალური შემოსავალი, შეექმნა დასაქმების მეტი შესაძლებლობა, გაეზარდა ცხოვრების დონე.

ნაზარბაევის ადმინისტრაციის განცხადებით, ვიცე-პრემიერი ასკარ მამინი დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ახალი მთავრობის შექმნამდე.

მთავრობის გადაყენების ფონია საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეებიც ყაზახეთის სხვადასხვა კუთხეში აპროტესტებენ ცხოვრების პირობებს. აქციები მოჰყვა ხანძრის შედეგად ერთ ოჯახში ხუთი ბავშვის დაღუპვას. გოგონები დაიღუპნენ, როცა დედ-მამა ღამით სამუშაოდ იყო წასული.

XS
SM
MD
LG