Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს აცხადებს

9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე დუმილის უფლებით სარგებლობს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა, მარიამ პოპიაშვილმა რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ უთხრა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სადავოდ სცნო.

"საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთი სარგებლობის უფლება იაგო ნებიერიძეს ფაქტობრივად მოესპო, იმის გამო, რომ ყველაფერი საინფორმაციო წყაროებით გავრცელებულია", - აღნიშნა პაპოშვილმა.

მისივე განმარტებით, ნებიერიძე დუმილის უფლებას სასამართლოში დაარღვევს.

21 თებერვალს, რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაიმართება 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის საქმის განხილვა.

მომდევნო სხდომა 6 მარტს, 14:00 საათზე დაინიშნა.

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. გოგონა რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 33 იაგო ნებიერიძე დააკავეს.

XS
SM
MD
LG