Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტს შესთავაზა იუსტიციის საბჭოში დანიშნული წევრების გაწვევა


თამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, უმრავლესობის წევრთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ, სისტემურ პრობლემას ვერ მოაგვარებს, მით უმეტეს, რომ მოსამართლეები, რომლებიც საზოგადოებაში განსაკუთრებულ პროტესტს იწვევენ, უვადოდ უკვე დანიშნულები არიან.

პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავლად მიიჩნევს იმას, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავად თქვას უარი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გაგრძელებაზე.

თამარ ჩუგოშვილის ინციატივაა, რომ თუ იუსტიციის საბჭო ამაზე უარს იტყვის, პარლამენტმა საბჭოდან გაიწვიოს მისი კვოტით არჩეული 5 წევრი და მათ ნაცვლად აირჩიოს მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კანდიდატები.

XS
SM
MD
LG