Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუან გუაიდო კოლუმბიის საზღვართან ჩავა, რათა მიაღწიოს ვენესუელაში ჰუმანიტარული დახმარების შეშვებას

კოლუმბია-ვენესუელის საზღვარზე გადაკეტილი ხიდი
კოლუმბია-ვენესუელის საზღვარზე გადაკეტილი ხიდი

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ხუან გუაიდო, რომელსაც მრავალი ქვეყანა, მათ შორის აშშ და საქართველოც მიიჩნევენ გარდამავალ პრეზიდენტად, ჩავა კარაკასიდან კოლუმბიის საზღვართან, რათა მიაღწიოს ვენესუელაში ჰუმანიტარული დახმარების შეშვებას.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, გუაიდოსთან ერთად 80-მდე ოპოზიციონერი დეპუტატი ავტობუსებით გაივლის 800 კილომეტრს კოლუმბიის საზღვრამდე.

გუაიდომ პირობა დადო, რომ ჰუმანიტარული ტვირთი 23 თებერვალს შევა ვენესუელაში.

აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა კოლუმბიაში ჩაიტანეს ჰუმანიტარული დახმარება. საკვები და მედიკამენტები საზღვართან მდებარე საწყობებში ინახება. ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო უარს ამბობს დახმარების მიღებაზე. ის აშშ-ს ადანაშაულებს პროვოკაციაში ლეგიტიმური ლიდერის მმართველობის დასამხობად.

ჯერ არ არის ნათელი, როგორ აპირებენ გუაიდო და მისი მომხრეები, მიაღწიონ დახმარების ვენესუელაში შეტანას. არმია და პოლიცია მადუროს ემორჩილებიან.

XS
SM
MD
LG