საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ცვლილებების კანონპროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ“. 21 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენა გაიმართა.
დეპუტატები ცვლილებეის პროექტზე პლენარული სხდომის ფორმატში მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. კენჭისყრისას პროექტს მხარი დაუჭირა 45 დეპუტატმა, 17 წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტი სულ 76 დეპუტატის მხარდაჭერას საჭიროებდა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის ავტორები არიან ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.
შეგახსენებთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 18 თებერვალს ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.