საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ებრაული ორგანიზაციების საბჭოს წინაშე გამოსვლისას წამოაყენა წინადადება, შემოღებულ იქნეს ზომები, რომლებიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გააძლიერებს ანტისემიტური აქტებისთვის. ერთ-ერთი ასეთი ზომა შეიძლება იყოს ანტისიონისტური გამონათქვამების გათანაბრება ანისემიტურთან.
გაზეთ „მონდის“ თანახმად, მაკრონის მიერ წამოყენებულ ინიციატივებს შორის საკვანძო მნიშვნელობისაა ცვლილება ანტისემიტიზმის სამართლებრივ განმარტებაში. ის შეიძლება შეიცვალოს უფრო ფართო დეფინიციით, რომელშიც შეიძლება შევიდნენ გამონათქვამები, რომლებიც ისრაელის მოქმედებებისთვის პასუხისმგებლობას ყველა ებრაელს აკისრებს; ასევე მასში შეიძლება შევიდეს ებრაელი ხალხისთვის თვითგამორკვევაზე უარის თქმა.
ამასთან, საფრანგეთის ხელისუფლებას სურს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ინტერნეტში, აღნიშნა მაკრონმა. ამისთვის შეიძლება გაძლიერდეს პროვაიდერების პასუხისმგებლობა მომხმარებელთა მიერ რასისტული კონტენტის განთავსებისთვის.