Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია საგანგებო განცხადებას 22 თებერვალს გააკეთებს


ეკა ბესელია საგანგებო განცხადებას მისი გეგმების შესახებ 22 თებერვალს, 12 საათზე გააკეთებს.

ამის შესახებ მან განაცხადა პარლამენტის შენობაში, მის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ.

საქართველოს პარლამენტმა 21 თებერვალს მხარი არ დაუჭირა 9 დეპუტატის მიერ წარდგენილი ცვლილებების კანონპროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ“.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG