Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთის პრემიერ-მინისტრ ანა ბრნაბიჩის პარტნიორს ვაჟი გაუჩნდა ერთი და იმავე სქესის წყვილში


ანა ბრნაბიჩი
ანა ბრნაბიჩი

სერბეთის პრემიერ-მინისტრ ანა ბრნაბიჩის პარტნიორს ვაჟი გაუჩნდა, იტყობინება რადიო თავისუფლების სამხრეთ სლავური სამსახური პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით. ის ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრია, ვისაც ბავშვი გაუჩნდა ერთი და იმავე სქესის წყვილში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კანონი არ აღიარებს ერთი და იმავე სქესის ქორწინებებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბავშვის დედა, მილიცა ჯურჯიჩი და მისი ვაჟი იგორი „თავს კარგად გრძნობენ“.

შარშან ანა ბრნაბიჩის მთავრობაში შეყვანას დადებითი რეაქცია მოჰყვა ლგბტ თემის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას სერბეთში.

2018 წელს ბრნაბიჩმა მონაწილეობა მიიღო ბელგრადში გამართულ გეი-აღლუმში, მიუხედავად ლგბტ თემის წარმომადგენელთა მხრიდან კრიტიკისა, რომ პრემიერის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ქვეყანაში არ მომხდარა წინსვლა ლგბტ უფლებების სფეროში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG