Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული ოპოზიცია: ზვიად კუპრავა პოლიტიკური პატიმარია


გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" განცხადებით, ზვიად კუპრავა პოლიტიკური პატიმარია.

განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა 21 თებერვალს გააკეთეს:

"ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ისინი მსგავსი ნაბიჯებით ოპოზიციას ვერ დააშინებენ და ჩვენი რიგები კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება", - აცხადებენ გაერთიანებულ ოპოზიციაში.

21 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ „რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ ზვიად კუპრავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდების საქმეზე ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო - 5000 ლარის ოდენობით, გირაოს პირობების და კანონის დარღვევის გამო შეიცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით.

„2019 წლის 19 თებერვალს, ზვიად კუპრავას მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, სასამართლოს ეზოში ცენტრალურ შესასვლელთან ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის ფაქტზე, (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი). ბრალდებულის მიერ დაირღვა მის მიმართ შეფარდებული გირაოს გამოყენების პირობები, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ითვალისწინებს აღკვეთის ღონისძიების შეცვლას უფრო მკაცრი აღკვეთი ღონისძიებით“, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG