Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი საბერძნეთში დაკარგა


მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები საბერძნეთის ნაკრებთან სტუმრად დამარცხდა, ანგარიშით 69:81. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ირაკლიონში გამართულ შეხვედრაში მოედანზე შესუსტებული შემადგენლობით გავიდა და ასევე ლიდერების გარეშე მოთამაშე მასპინძლები მხოლოდ მეოთხე პერიოდში აანერვიულა - თამაშის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე საქართველოს ნაკრების ჩამორჩენა ხუთ ქულამდე შემცირდა, მაგრამ თამაშის გადასარჩენად ზუროსის შეგირდებს ძალა და ოსტატობა არ ეყოთ.

ქართველთაგან ყველაზე შედეგიანი გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 36 ქულა, 15 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 24 თებერვალს გამართავს, თბილისის სპორტის სასახლეში, ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG