Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს


ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი რექტორი აირჩია.

აკადემიურმა საბჭომ რექტორის პოზიციაზე ამავე უნივერსიტეტის პროფესორი როლანდ კოპალიანი 15 ხმით აირჩია. არჩევნებში სულ ორი კანდიდატი მონაწილეობდა. საბჭომ რექტორი 4 წლის ვადით აირჩია.

როლანდ კოპალიანი რექტორის რანგში მუშაობას 23 თებერვლიდან შეუდგება.

რაც შეეხება უნივერსიტეტის უკვე ყოფილ რექტორს, გიორგი ღავთაძეს, ის მუშაობას უნივერსიტეტში ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სტატუსით გაარძელებს.

XS
SM
MD
LG