Accessibility links

site logo site logo

ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო ფილმად აღიარა "მწვანე წიგნი"


ამერიკის კინოაკადემიამ 2019 წლის საუკეთესო ფილმად დაასახელა პიტერ ფარელის „მწვანე წიგნი.“ მან „ოსკარი“ მიიღო საუკთესო ორიგინალური სცენარისთვისაც.

კინოაკადემიამ საუკეთესო უცხოენოვან ფილმად აღიარა მექსიკელი კონორეჟისორის, ალფონსო კუარონის „რომა.“ კუარონმა „ოსკარი“ მიიღო როგორც საუკეთესო რეჟისორმაც.

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის "ოსკარი" გადაეცა ოლივია კოლმანს ფილმისთვის „ფავორიტი.“

მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს რამი მალეკი, რომელმაც ფრედი მერკურის როლი შეასრულა ფილმში „ბოჰემური რაფსოდია."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG