Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ნატოს აბრალებს მსოფლიო უსაფრთხოების სისტემის ნგრევას


სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, ნატოს სამხედრო პოტენციალის ზრდა ანგრევს მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების სისტემას.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის დღევანდელ სხდომაზე შოიგუმ თქვა, რომ ნატო რუსეთს აიძულებს საპასუხო ზომების მიღებას.

„ორჯერ და უფრო მეტად გაიზარდა ნატოს სამხედრო წვრთნების მასშტაბი და ინტენსივობა და მათში სულ უფრო აქტიურად რთავენ ნატოს არაწევრ უკრაინას და საქართველოს“ - განაცხადა შოიგუმ. მისივე თქმით, ალიანსი განაგრძობს წინა ხაზის ბაზირების სისტემის განვითარებას ბალტიისპირეთში და აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში.

შოიგუს განცხადებით, რუსეთი იძულებულია ადეკვატურ ზომებს მიმართოს და სტრატეგიული შეკავების ღონისძიებებს შეუთავსოს სამხედრო ქვედანაყოფების საბრძოლო პოტენციალის გაძლიერება.

ნატომ ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო კონტინგენტის გაძლიერება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის და ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG