ბაქოში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის და აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტის მეჰრიბან ალიევას შეხვედრა.
სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ძალიან უშუალო და ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევასთან და მადლობას უხდის მას.
"...ჩვენ უნდა გადავდგათ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯი, რათა მოხდეს ჩვენი ხალხის კულტურული დაახლოება, ეკონომიკურ თანამშრომლობის გაძლიერებასთან ერთად.
ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი უფრო კარგად უნდა იცნობდეს ერთმანეთს..." - წერს საქართველოს პრეზიდენტი თავის ფეისბუკის გვერდზე.