Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში გარდაცვლილ დავით რაზმაძეს საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ


დავით რაზმაძე
დავით რაზმაძე

ლიბიაში გარდაცვლილ ქართველ მეზღვაურს, დავით რაზმაძეს საქართველოში სავარაუდოდ პარასკევს ან კვირას ჩამოასვენებენ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა. მისი განმარტებით, 23 წლის ახალგაზრდის ცხედრის გადმოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია.

„ლიბიის პროკურატურამ ცხედრის გადმოსვენების ნებართვა გასცა. ცხედარი უკვე გადასვენებულია ლიბიის დედაქალაქში და მიმდინარეობს მოლაპარაკებები კონკრეტულ ავიახაზებთან, რომ გარდაცვლილის სამშობლოში ჩამოსვენების ვადები განისაზღვროს.

შეიძლება ეს იყოს პარასკევი ან კვირა. ეს დამოკიდებულია იმაზე, კონკრეტულ ავიაკომპანიას როდის ექნება ფრენა. ამ საკითხზე მუშაობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს ჩვენს საელჩოსთან, რომელიც, თავის მხრივ, მუდმივ კავშირზეა დამკრძალავ კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს საორგანიზაციო საკითხებს და იმედი გვაქვს, უახლოეს დღეებში ეს საკითხი გადაწყდება",- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

23 წლის ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე ლიბიაში, 21 იანვარს, სანაპიროსთან გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG