Accessibility links

site logo site logo

საქართველოში პერსონალურ მონაცემთა ხელყოფას სულ უფრო მეტი ადამიანი უჩივის


პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა გამოაქვეყნა 2018 წლის ანგარიში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის შესახებ.

დოკუმენტის თანახმად მეექვსე წელია იზრდება მოქალაქეთა მიმართვის და ინსპექტირების ტენდენცია.

2013 წელს, როცა საქართველოში ამოქმედდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტი, მას მხოლოდ 8 მოქალაქემ მიმართა, მომდევნო წელს კი 22-მა.

2015 წლიდან 2018 წლამდე მიმართვის რიცხვი გაიზარდა 120-დან 382-მდე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინფორმაციით, მოქალაქეებისგან შარშან მიღებული 382 მიმართვისა და 148 ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 266 ფაქტი.

72 ფაქტზე მოხდა ჯარიმის დაკისრება, 61 ფაქტზე გაფრთხილება, ხოლო 67 სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხერხდა, კანონმდებლობით გათვალისწინებული 2 თვიანი ხანდაზმულობის ვადის გამო.

2018 წლის განმავლობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა გასცა შესასრულებლად სავალდებულო 316 დავალება და რეკომენდაცია.

ამასთან, მოქალაქეთა მიმართვის და ჩატარებული შემოწმებების რაოდენობის ზრდის ფონზე, გასული 6 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა სამართალდარღვევებისა და ჯარიმების რაოდენობის კლება. დარღევვების მხრივ, ერთგვარი პიკი იყო 2017 წელს, როცა 274 შემთხვევა დადასტურდა, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 266-ია.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შეფასებით, საჯარო სექტორში, მსხვილ და საშუალო ბიზნესში საგრძნობლად გაზრდილია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ინფორმირებულობის დონე და განსაკუთრებით მოქალაქეთა ინტერესი ინსპექტორის აპარატთან წინასწარი კონსულტაციების მიმართ. 2018 წელს გაწეული 6100-ზე მეტი კონსულტაციიდან ძირითადი ნაწილი მოქალაქეებზე მოდის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი გამოწვევებს შორის ასახელებს მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადამოწმებას, მონაცემების კანონდარღვევით გამჟღავნებას და არასრულწლოვათა მონაცემების მიმართ მეტი სიფრთხილის საჭიროებას.

2018 წელს განსაკუთრებით აქტუალური იყო ამომრჩევლის მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები, რასაც ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა.

ანგარიში სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG