Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო თავის საზღვრებთან მოელის უფრო მეტი რუსული რაკეტის გამოჩენას


ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ დასავლეთის ალიანსი უნდა მოემზადოს იმისათვის, რომ რუსეთი უგულებელყოფს მოწოდებებს შეასრულოს საშუალო და მცირე რადიუსის მოქმედების რაკეტების შესახებ ხელშეკრულებით (INF) ვალდებულებები. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა 1 მარტს რადიო თავისუფლების ბულგარულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა. ნატოს გენერალური მდივანი პარასკევს იმყოფებოდა სოფიაში, სადაც აღინიშნა ბულგარეთის ნატოში გაწევრიანების მე-15 წლისთავი.

„თუ რუსეთი არ დაიცავს შეთანხმება, მაშინ, ცხადია, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ უკვე დავიწყეთ დაგეგმვა სიტუაციისა, რომელშიც შეიძლება აღმოვჩნდეთ საშუალო და მცირე რადიუსის მოქმედების რაკეტების შესახებ ხელშეკრულების გარეშე და უფრო მეტი რუსული რაკეტის პირობებში. ძალიან ნაადრევია ამ პროცესის შედეგის განჭვრეტა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ალიანსი დააკვირდება სიტუაციას, იმოქმედებს თვადაცვის ინტერესებიდან გამომდინარე და არ აპირებს განათავსოს ევროპაში მიწისზედა ბაზირების ახალ ბირთვულ რაკეტებს.

ვაშინგტონმა 2 თებერვალს დაიწყო INF-დან (ხელშეკრულება საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული და კონვენციური რაკეტების შესახებ) გასვლის პროცესი მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ნატომ რამდენჯერმე დაადანაშაულეს მოსკოვი ხელშეკრულების დარღვევაში.

ხელშეკრულება ხელმომწერებს უკრძალავს 500-დან 5500-მდე კილომეტრი რადიუსის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ფლობას, წარმოებასა და განთავსებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG