გამოძიება ზესტაფონის გამგებლის ყოფულ მოადგილეს სამსახურებრივი უფლებამოსილები სბოროტად გამოყენებას ედავება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გამგებლის მოადგილე ხ.გ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებების ინსპექტირების ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელსაც სამუშაოების ხარისხის დადგენა, ზედამხედველობის განხორცილება, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება ევალებოდა.
2014 წლის6 ივნისს ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა და შპს „ტობემ” სოფელ ტაბაკინის გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოს შესასრულებლად 930 195 ლარის ღირებულების სახელმწიფოშ ესყიდვის ხელშეკრულება გააფორმეს.
სამუშაოს პროცესში დეფექტებისა და ნაკლოვანებებების გამოვლენის გამო ტექნიკურმაზედამხედველმა არაერთხელ მიმართა წერილობით გამგეობას და აცნობა, რომ სამუშაოები ჩატარებული იყო ხარვეზებითა და პროექტის დარღვევით. შესაბამისი დოკუმენტაცია დაეწერა ხ.გ-ს, რომელსაც სრული წარმოდგენა ჰქონდა არსებული ნაკლოვანებების თაობაზე, თუმცა დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.
პროკურატურა იტყობინება, რომ ყოფილმა მოადგილემ, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, ტექნიკური ზედამხედველის დადებითი დასკვნის არარსებობის პირობებში, რაც ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოს ჩაბარების საფუძველი უნდა ყოფილიყო, უპირატესობა მიანიჭა შპს „ტობეს“ და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე გაუფორმა მიღება-ჩაბარების აქტები.
დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოები შესრულებული იყო დამაკმაყოფილებლად, შესაძლებელი იყო ღირებულების ანაზღაურება და შედეგად შემსრულებელს ჩაერიცხა თანხა.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადასტურა, რომ სამუშაოს დიდი ნაწილი შესრულებულია უხარისხოდ, რის გამოც მატერიალურმაზიანმა 346 953 ლარი შეადგინა.