Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაეროს წარმომადგენლობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა


თბილისში გაეროს წარმომადგენლობის ოფისის წინ გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც პარლამენტში ბავშვთა უფლებათა კოდექსის პროექტის განხილვის შეჩერებას და პარლამენტიდან მის გაწვევას ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, აქცია „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარემ გურამ ფალავანდიშვილმა და ყოფილმა პარლამენტარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გამართეს თანამოაზრეებთან ერთად.

მათ კატეგორიულად მიუღებელი უწოდეს „იუნისეფის“ იმ რეკომენდაციებს, რომელზე დაყრდნობითაც ბავშვთა უფლებათა კოდექსის პროექტი მომზადდა. დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, კოდექსის პროექტში წარმოდგენილია გენდერული საკითხებისადმი მგრძნობელობის ამაღლების ნორმები და პარლამენტმა აღნიშნული კანონი არ უნდა მიიღოს.

ცნობისთვის, ხვალ საქართველოს პარლამენტი ცხრა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ბავშვთა უფლებათა კოდექსის პროექტს პირველი მოსმენით განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG