„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო წერილი „ერთ-ერთი ძალიან მაღალჩინოსნისგან.“
"პირდაპირი მუქარით გვეუბნება, რომ ჩვენ რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ეს წერილი მას აქვს.
„მე ძალიან გამიკვირდა, რომ ესეთი წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს ეს ყველაფერი“ - განაცხადა ხაზარაძემ. მას მაღალჩინოსანი არ დაუსახელებია.
მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, წერილში იყო მოთხოვნები, რომლებიც არ შეასრულეს.
დაწერეთ კომენტარი