Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველაზე მაღალი დროშა ქუთაისში აფრიალდება


საქართველოში ყველაზე მაღალი დროშა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე განთავსდება, რომლის სიმაღლე 46,5 მეტრი იქნება.

დროშა ქუთ/აისს გადასცა ინდურმა დეველოპერულმა კომპანიამ "სითი ქონსთრაქშენმა". დროშის სადგარი უკვე ქუთაისშია ჩატანილი.

ქუთაისის მერიამ, დგარის მოსაწყობად 36 ათას 299 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება 10 მარტს დაიწყება და 13 მარტს დასრულდება.

დროშა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს აღიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG