Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში CO2-თი მოწამლული ბავშვები საავადმყოფოდან გაწერეს


გაზგაყვანილობა რუსთავში
გაზგაყვანილობა რუსთავში

რუსთავში წუხელ CO2-თი მოწამლული 6 მცირეწლოვანი ბავშვი და მათი ბებია საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს მენეჯერმა მარინა აბულაშვილმა განაცხადა, რომ ბავშვებს მცირე ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ. „ყველა მათგანს ჩაუტარდა შესაბამისი გადაუდებელი დახმარება და დაკვირვებისთვის საავადმყოფოში დავტოვეთ“, თქვა მარინა აბულაშვილმა.

ოჯახის წევრები მაშინ მოიწამლნენ, როცა დედა ბავშვებს აბანავებდა.
ოჯახის წევრების განცხადებით, ორმა მათგანმა აბაზანაში გონება დაკარგა, დანარჩენებს კი ღებინება და თავის ტკივილი აღენიშნებოდათ.
„სოკარგაზ-რუსთავში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ინტოქსიკაციის მიზეზი ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამათბობელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG