Accessibility links

site logo site logo

გამოაშკარავდა რუსეთის საინვესტიციო ბანკის მილიარდობით დოლარის ოდენობის ფულის გათეთრების სქემა


სარაევოში განთავსებულმა ორგანიზაციამ, ჟურნალისტურმა ცენტრმა , ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის შესახებ (OCCRP) გამოააშკარავა 9 მილიარდამდე დოლარის ოდენობის ფულის გათეთრების გლობალური სქემა, რომელსაც აწარმოებდა რუსეთის მმართველ ელიტასთან დაკავშირებული, ამ ქვეყნის უდიდესი კერძო საინვესტიციო ბანკი.

4 მარტს გამოქვეყნებული გამოძიების შედეგების თანახმად, "ტროიკის სამრეცხაოდ" წოდებული, 8.89 მილიარდი დოლარის ოდენობის სქემა, კორუმპირებულ პოლიტიკოსებს და ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულ პირებს საშუალებას აძლევდა გაეთეთრებინათ ფული, თავი აერიდებინათ გადასახადებისთვის, დაემალათ ქონება საზღვარგარეთ და ეწარმოებიათ სხვა სახის უკანონო მოქმედებები.

გამოძიების თანახმად, სქემით ერთ-ერთი მსხვილი მოსარგებლე იყო სერგეი როლდუგინი, რუსი ჩელისტი, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ძველი მეგობარი. OCCRP-მა წარსულში კიდევ ორი ასეთი სქემა გამოააშკარავა, რომლებსაც რუსული და აზერბაიჯანული სამრეცხაოები ეწოდათ. ორგანიზაცია ამბობს, რომ ახალი გამოძიება შესაძლებელი გახადა საბანკო გადარიცხვის შესახებ გაჟონილმა მასშტაბურმა ინფორმაციამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG