Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა, ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ არის


თბილისის დროით 00:21 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის პირველადი ცნობით, მისი სიძლიერე იყო ოთხი მაგნიტუდა.

იუწყებიან, რომ ეპიცენტრი იყო აჭარა, ქობულეთის მუნიციპალიტეტი.

ბიძგები მოსახლეობამაც იგრძნო.

ნგრევის ან რაიმე სახის ზიანის შესახებ ინფორმაცია არ არის.

XS
SM
MD
LG