Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში ხელმოწერებს აგროვებენ "თიბისი ბანკის" საკითხზე საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად


დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

„ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება „თიბისი ბანკის“ და ანაკლიის პორტის საკითხებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის განმარტებით, შესწავლის საგანი უნდა იყოს შესაძლო ზეწოლა „თიბისი ბანკსა“ და ანაკლიის პროექტთან კავშირის მქონე პირებზე.

„თიბისი ბანკი წარმოადგენს ამ ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტს, ხოლო ანაკლიის პორტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკისთვის და უსაფრთხოებისთვის. ამიტომ თემა, რომელიც უკავშირდება საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს, უნდა იყოს საპარლამენტო კომისიის განხილვის საგანი“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერის თქმით, მამუკა ხაზარაძის გუშინდელი განცხადებები შეიცავს სერიოზულ ბრალდებებს ბიზნესზე ზეწოლაში, შანტაჟსა და საარჩევნო მოსყიდვაში მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის შესახებ, რაც სცილდება კონკრეტული ბანკის და ბიზნესმენის პრობლემას.

„კომისიის ამოცანა არ არის თანამდებობის პირების ციხეში გაშვება ან დასჯა, კომისიის მიზანია სიმართლის დადგენა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

XS
SM
MD
LG