Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი პირადი ინტერესი გვერდზე მაქვს გადადებული


ყოფილმა პრემიერ-მინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზები განმარტა, "ტვ პირველის" გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას. მისი განმარტებით პოლიტიკაში დაბრუნების მიზანი გუნდის ძველი და ახალი წევრების შეკავშირება და კონსოლიდაცია, გუნდის დაწყნარება და დამშვიდებაა.

„დღეს ჩვენი მთავარი მიზანი არის პარტიის გაერთიანება და მისი გაძლიერება. ჩემი ერთერთი მთავარი მისია იქნება, რა თქმა უნდა, პარტიის თავჯდომარესთან და სხვა ლიდერებთან ერთად, ჩვენი პარტიის, როგორც ჩვენი დამფუძნებლების ანუ წინა მოწვევის პარლამენტის წევრების და ჩვენი თანაპარტიელების, პირველი თაობის ასე ვთქვათ, ასევე ახალი თაობის შეკავშირება უფრო მჭიდროდ, უფრო მეტი კოორდინაცია და გაერთიანება საბოლოო ჯამში. და გაძლიერება ჩვენი პარტიის, აი, ეს იქნება ჩემი მთავარი მისია და მთავარი ამოცანა“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG