Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთში ყოფილი პრეზიდენტის შვილს შინაპატიმრობა ციხით შეუცვალეს

უზბეკეთის მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ გულნარა ქარიმოვა, ყოფილი პრეზიდენტის, აწ გარდაცვლილი ისლამ ქარიმოვის შვილი, ციხეში მოხვდება, რადგან მან შინაპატიმრობის წესები დაარღვია.

ტაშკენტის სასამართლოს მიერ 5 მარტს გაცემული ორდერი ახალი დრამატული მოვლენაა ქარიმოვასთვის, რომელსაც ერთ დროს პრეზიდენტის პოსტის მემკვიდრედ განიხილავდნენ, მაგრამ შემდეგ პოზიციები დაკარგა, საერთაშორისო კორუფციული სკანდალის ფონზე. სასამართლოს თანახმად, ქარიმოვას ციხის კოლონიაში გადაიყვანენ და იქ დაასრულებს თავისი ხუთწლიანი პატიმრობის ვადას.

შვეიცარიელი ადვოკატი, რომელიც ბოლო წლებში ქარიმოვას იცავდა, რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარს ჯერჯერობით არ პასუხობს. ქარიმოვას ქალიშვილმა, იმანმა, ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა რამდენიმე ბუნდოვანი ფოტო, რომლებიც თითქოს აჩვენებს როგორ მიჰყავთ ქარიმოვა პოლიციელებს.

​
XS
SM
MD
LG