Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: მამუკა ხაზარაძემ პარლამენტი ჭორაობისთვის გამოიყენა


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

„სამწუხაროდ, პარლამენტის ტრიბუნა იყო გამოყენებული ჩვეულებრივი ჭორაობისა და ტყუილებისთვის" - ​ ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გახარიასგან მუქარის წერილის მიღების შესახებ.

შინაგან საქმეთა მინისტრის შეფასებით, ამის მიზანი იყო შინაარსობრივი საუბრიდან აქცენტების გადატანა რაღაც სკანდალებზე, რაც გამოვიდა კიდეც.

"და ყველაზე მთავარი - მე, როგორც ვიცე-პრემიერს და ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, ძალიან კარგად მესმის ამ ქვეყნისთვის და ამ სახელმწიფოს მომავლისთვის, ეკონომიკური მომავლისთვის რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. დღეს, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელს ასევე, ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ანაკლიის პორტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია“ - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ პარლამენტში, სადაც პრეზიდენტის გამოსვლას დაესწრო.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს უწოდა ქვეყნის მომავალი როგორც ეკონომიკის, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით.

"უკიდურესად სამწუხაროა, რომ სკანდალებით, რაღაც შეთქმულების თეორიებით ადამიანები ცდილობენ თავიანთ ვალდებულებებს თავი აარიდონ და ამით დააზიანონ სახელმწიფოს ინტერესები" - განაცხადა გახარიამ.

5 მარტს, "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პროკურორებმა მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს ე.წ. მუქარის წერილის ეპიზოდზე. ხაზარაძის თქმით, მან სასამართლოს წერილის ასლი გადასცა, ორიგინალს კი ექსპერტიზა ლონდონში უტარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG