Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და ლიეტუვა კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ

საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად განაგრძობს ოფიციალურ ვიზიტს ლიეტუვაში.

დღეს ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ხელს მოაწერენ კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციას.

ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრში გაიმართება, დაესწრებიან პრეზიდენტები სალომე ზურაბიშვილი და დალია გრიბაუსკაიტე.

დოკუმენტი ითვალისწინებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებას ერთობლივი გამოწვევებისა და საფრთხეების იდენტიფიცირების და განეიტრალების მიზნით.

ვილნისუში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი 7 მარტს დაიწყო. ვიზიტის პირველ დღეს სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ლიეტუვის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და სეიმის თავმჯდომარეს.

XS
SM
MD
LG