Accessibility links

site logo site logo

უკრაინის პრეზიდენტობისთვის 39 კანდიდატი იბრძოლებს


უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაცია გაუუქმა პრეზიდენტობის 44-დან ხუთ კანდიდატს. ყველა მათგანმა კანდიდატურა სხვების სასარგებლოდ მოხსნა.

„სამოქალაქო პოზიციის“ ლიდერის, ანატოლი გრიცენკოს სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნეს ლვოვის მერმა, პარტია „სამოპომიჩის“ თავმჯდომარემ ანდრეი სადოვიმ, უკრაინის პარლამენტის წევრმა, პარტიის „სახალხო კონტროლის“ ლიდერმა, დმიტრი დობროდომოვმა და პარტიის „ხალხის ძალის“ კანდიდატმა, ჟურნალისტმა დმიტრი გნაპმა.

უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილე მებრძოლთა პარტიის კანდიდატმა სერგეი კრივონოსმა. პარტია „ნაში“-ს ლიდერმა ევგენი მურაევმა კანდიდატურა მოხსნა ოპოზიციური ბლოკის კანდიდატის, ალექსანდრ ვილკულის სასარგებლოდ.

შესაბამისად, უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 31 მარტს გაიმართება, კენჭს 39 კანდიდტი იყრის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG