Accessibility links

site logo site logo

კიევში დააკავეს სულ მცირე სამი ანტიფემინისტი აქტივისტი


სულ მცირე სამი ანტიფემინისტი აქტივისტი დააკავეს უკრაინის დედაქალაქ კიევში, სადაც 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღისამდი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა.

მსვლელობაში სახელწოდებით „ქალთა მარში“ მონაწილეობდა დახლოებით 150 აქტივისტი, მეტწილად ქალები, რომლებიც ქალების მიმართ სექსუალურ, ფსიქოლოგიურ და ოჯახურ ძალადობას აპროტესტებდნენ.

დემონსტრანტები ხელისუფლებას მოუწოდებენ შეუერთდნენ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს სტამბულის კონვენციას. ბევრი აქტივისტი აპროტესტებდა, როგორც თავად უწოდებენ, „მონობას სამზარეულოში“.

„ჩემი სხეული ჩემი საქმე“- სკანდირებდნენ ფემინისტი აქტივისტები, რომლებსაც ხელთ ეპყრათ ლგბტ-ური დროშები.

8 მარტსვე კიევში რამდენიმე ათეულმა ანტიფემინისტმა გამართა კონტრაქცია ლოზუნგებით: „ღმერთი! მამული! პატრიარქი!“ და „ფემინიზმი ანგრევს უკრაინულ ოჯახებს“.

უკრაინული მედიის თანახად, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა არ მისცა დაპირისპირებულ ჯგუფებს მიახლოების საშუალება, ხოლო სულ მცირე სამი აგრესიულად განწყობილი ანტიფემინისტი აქტივისტი დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG