Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მთავრობას სურს 2020 წლის ბიუჯეტში სამხედრო სფეროში ხარჯები გაიზარდოს და სოციალურისა შემცირდეს


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაასრულა 2020 წლის ფედერალურ ბიუჯეტზე მუშაობა. დოკუმენტის თანახმად, მთავრობას სურს სამხედრო სფეროსთვის 750 მილიარდი დოლარის გამოყოფა, ხოლო არასამხედრო ხარჯების ხუთი პროცენტით შემცირება.

ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენლმა, რომლის ვინაობას არ ამხელენ, თქვა 8 მარტს, რომ შემოთავაზებული ბიუჯეტი მომავალ კვირაში გამოქვეყნდება და15 წელიწადში ის მიგვიყვანს გაწონასწორებულ ბიუჯეტამდე.

ექსპერტების ერთი ნაწილი თვლის, რომ ეს გათვლა ეფუძნება დინამიურ ეკონომიკურ ზრდას, რაც არარეალისტურია.

შეთავაზებული ბიუჯეტი მოიცავს ასევე მექსიკასთან ამ ქვეყნის საზღვარზე კედლის აგების და „კოსმოსური ძალების“ - ახალი სამხედრო შტოს დაფინანსებას, რომელსაც ტრამპი უჭერს მხარს.

ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ახლანდელი ფედერალური ბიუჯეტი ითვალისწინებს ხარჯებს, რომლებიც ფლანგვის ტოლფასია და მოუწოდა კონგრესს, გაითვალისწინოს ადმინისტრაციის რეკომენდაცია ხარჯების, სხვათა შორის, სოციალური დაცვის პროგრამების და უცხოეთის ქვეყნებისთვის დახმარების დაფინანსების შემცირების მხრივ.

აშშ-ში მთავრობის მიერ შეთავაზებული ბიუჯეტი აღმასრულებელი ხელისუფლების პრიორიტეტების ამსახველია. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კონგრესი, რომელიც სავარაუდოდ, არსებითად გადასინჯავს შეთავაზებულ პროექტს.

XS
SM
MD
LG