„ევროპული საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, პარტიის თბილისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი დავით ნაფეტვარიძე მეუღლესთან ერთად მზიურის ტერიტორიიდან ყოფილი იპოდრომის მიმართულებით ფეხით გადაადგილდებოდა. მას თავდამსხმელი აედევნა და თავში ჩაარტყა ქვა.
„ევროპულ საქართველოში“ განმარტავენ, რომ დავით ნაფეტვარიძე თავდამსხმელს არ იცნობს. მას ასევე არ იცნობენ ნაფეტვარიძის ოჯახის წევრები.
დავით ნაფეტვარიძე, მოთავსებულია საავადმყოფოში. ექიმის განმარტებით მას ტვინის შერყევის ნიშნები და გემატომა აღენიშნება. ასევე ამოვარდნილი ჰქონდა თითი.
უკვე დადგენილია თავდამსხმელის ვინაობა.
შსს-ს თანახმად,სამართალდამცველებმა თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.