Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოსთვის მთავარ მუქარად ჩეხეთის თავდაცვის მინისტრს რუსეთი, ტერორიზმი და კიბერ თავდასხმები მიაჩნია


ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, ლიუბომირ მეტნარმა ნატოსთვის მთავარ მუქარად დაასახელა რუსეთი, ტერორიზმი და კიბერთავდასხმები.

მინისტრმა ეს განუცხადა ჩეხეთის სააგენტო CTK-ს. ევროატლანტიკური კავშირისთვის მთავარი მუქარა, მეტნარის თანახმად, არის ტერორიზმი, შემდეგ მოდის კიბერ თავდასხმები და შემდეგ რუსეთი, თქვა მან, მაგრამ რიგს არ აქვს მნიშვნელობა, მუქარის დინამიკა შეიძლება შეიცვალოს, დასძინა მან.

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, მოსკოვი ცდილობს გააძლიეროს გავლენა ევროპაში, აქტიურად არის დაკავებული არმიის შეიარაღებით, ჯარების გადასროლით და ხშირად მართავს სამხედრო სწავლებას.

როცა კიბერ თავდასხმებზე ლაპარაკობდა, მეტნარმა ახსენა ჩინეთის კომპანიები Huawei და ZTE, რომლებიც კომუნიკაციის ტექნიკას აწვდიან ბევრ ქვეყანას, მათ შორის ჩეხეთს, და რომლებიც მთავრობასთან არიან დაკავშირებული.

ჩეხეთი ნატოს წევრი გახდა 1999 წელს. მინისტრმა განაცხადა ასევე, რომ მას თავის ქვეყნის უსაფრთხოება ნატოს გარეშე ვერ წარმოუდგენია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG