Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევროპული საქართველო“ ითხოვს  „თიბისისა“ და ანაკლიის  საკითხზე დროებითი კომისიის შეიქმნას


სერგი კაპანაძე
სერგი კაპანაძე

ფრაქცია „ევროპული საქართველო“ მოითხოვს პარლამენტში შეიქმნას „თიბისი ბანკისა“ და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საკითხების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

პარლამენტის ბიუროს 11 მარტის სხდომაზე ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა,რომ ვინაიდან პროკურატურა აღნიშნულ საქმეში მხარეა, იგი საქმეს ბოლომდე ვერ გამოიძიებს:

„თიბისი ბანკის“ და მისი დამფუძნებლების ირგვლივ, ისევე როგორც ანაკლიის კონსორციუმის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ბევრ მანკიერებაზე მიუთითა, რაც დღეს არსებობს საქართველოში. მათ შორის პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე.

იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურა, რომელიც იძიებს ამ საქმეს და რომელიც აშკარად ჩანს, რომ ამ საქმეში მხარეა და რომელიც ინსტრუმენტად იქნა გამოყენებული ხელისუფლების მიერ, ამას ბოლომდე ვერ გამოიძიებს.ამიტომ ყველა ის კონტრარგუმენტი, რომ დაველოდოთ გამოძიებას და პროკურატურის დასკვნებს, მიუღებელია.“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მან დეპუტატებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ და უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შეიტანონ „თიბისის ბანკსა“ და ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG