Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლის ადამიანის უფლებების საბჭო პარლამენტს: არ მიიღოთ "ყალბი ამბების" კანონი


კრემლთან მოქმედმა ადამიანის უფლების საბჭომ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატას მოუწოდა არ მიიღოს კანონი, რომელიც აკრძალავს ონლაინ გავრცელებულ "ყალბ ამბებს" და მასალებს, რომელსაც რუსეთის საზოგადოებისთვის ან სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელად მიიჩნევენ.

მიღების შემთხვევაში, ეს კანონი შეღუდავს გამოხატვის თავისუფლებას - წერს საბჭო თავის ვებსაიტზე 11 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში. უწყება ფედერალური საბჭოს წევრებს მოუწოდებს კანონპროექტი დასამუშავებლად კვლავ სახელმწიფო სათათბიროს კანონმდებლებს დაუბრუნოს - ქვედა პალატას, რომელმაც პროექტი საბოლოოდ 7 მარტს დაამტკიცა.

კანონი ხელისუფლებას საშუალებას მისცემს დაბლოკოს ვებსაიტები, რომლებიც მათი შეფასებით "ყალბ ამბებს" გამოაქვეყნებენ, და ისინი დააჯარიმოს მასალებისთვის, რომლებსაც ჩათვლიან შეურაცხმყოფელად სახელმწიფო პირების, სიმბოლოების, ან რუსეთის საზოგადოებისთვის.

საპრეზიდენტო საბჭოს განცხადებაში მოაქვს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მუხლები და ამბობს, რომ არ შეიძლება მოქალაქეებს გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდოთ მხოლოდ იმ ეჭვების გამო, სიმართლეა თუ არა მათ მიერ გამოთქმული.

ეს საბჭო წარმოადგენს მრჩეველთა ორგანოს, რომლის მოწოდებებს ხშირად უგულებელყოფენ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მისი მთავრობა და რუსეთის პარლამენტი, რომელშიც ორივე პალატაში დომინანტურ ძალას წარმოადგენს მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთი".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG