Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სასაზღვრო სამსახური ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის შეშვებას არ აპირებს


მიხეილ სააკაშვილი და პეტრო პოროშენკო. ოდესა, 2015 წლის 25 აგვისტო
მიხეილ სააკაშვილი და პეტრო პოროშენკო. ოდესა, 2015 წლის 25 აგვისტო

უკრაინის სასაზღვრო სამსახური არ აპირებს მიხეილ სააკშვილი ქვეყნის ტერიტორიაზე შეუშვას არც ახლა და არც 1 აპრილს - ამის შესახებ BBC-ს უკრაინულ სამსახურს განუცხადა სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა ოლეგ სლობოდიანმა. მისი თქმით, სააკაშვილი არ არის უკრაინის მოქალაქე და ქვეყანაში ჩასვლა ეკრძალება 2021 წლამდე.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ ჟურნალისტთან, დმიტრი გორდონთან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინაში 1 აპრილს ჩავა და უკვე შეიძინა ვარშავა-კიევის ავიარეისის ბილეთი, რადგან დარწმუნებულია, რომ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პოროშენკო 31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს და ვერც მეორე ტურში გავა.

სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ არცერთი უკრაინელი მესაზღვრე არ შეასრულებს პოროშენკოს ბრძანებას, რომ ქვეყანაში არ შეუშვან.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წელს ჩამოართვა. 2018 წელს, უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილს 2021 წლის თებერვლამდე აუკრძალა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG