Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მისია გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს უსამძიმრებს


საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, მან 12 მარტს, „ცხელი ხაზით“ შეიტყო გალში, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ. მისია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მისი სადამკვირვებლო ფუნქციის ფარგლებში და მანდატის შესაბამისად ყურადღებით აგრძელებს მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებას" - ნათქვამია 13 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირის მისიის ინფორმაციით, გრძელდება "ცხელი ხაზის" გამოყენება "ამ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით კომუნიკაციისთვის."

სადამკვირვებლო მისია მზად არის ხელი შეუწყოს ინფორმაციის გაცვლას "ცხელი ხაზის," ან სხვა შესაბამისი მექანიზმის საშუალებით.

XS
SM
MD
LG