ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი ბაბიში გამოვიდა დაპირებით, რომ მისი ქვეყანა თავდაცვით ხარჯებს გაზრდის და ნატოს სტანდარტს, მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს, 2024 წელს დააკმაყოფილებს.
ბაბიში სიტყვით გამოვიდა პრაღაში, 12 მარტს, ჩეხეთის ნატოში გაწევრიანების მეოცე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. მისი თქმით, თავდაცვითი ხარჯები 2015 წლიდან იზრდება და ეს პროცესი გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე. ჩეხეთი ამჟამად მთლიანი შიდა პროდუქტის 1,2 პროცენტს ხარჯავს თავდაცვაზე.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მისი მთავრობა ნატოს სხვა წევრ სახელმწიფოებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდებენ.