Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-მა დაადასტურა, რომ ქობულეთში დაკავებულები "ურანის" გაყიდვას გეგმავდნენ


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბირთვული მასალის უკანონოდ გასაღების ფაქტზე ქობულეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქეები გოჩა გ. და რომან ქ.

სუს-ის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს პირები 2 800 000 აშშ დოლარად აპირებდნენ ბირთვული მასალის, "ურანის" გასხვისებას.

სუს-ის ინფორმაციით, „დაკავებულების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ საგანზე ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად მისი წონაა 40,19 გრამი და შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს "ურან 238"-ს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას და საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.“

სუს-ი არ აკონკრეტებს როგორ მოიპოვეს ბრალდებულმა პირებმა "ურანი."

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველო გამოძიებას აწარმოებს ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 10 წლამდე.

მედიასაშუალებებით 11 მარტს, ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქობულეთში 2 პირი დააკავეს სავარაუდოდ, ბირთვული მასალის შენახვისთვის.

XS
SM
MD
LG