Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზია რუს და ჩინელ ჰაკერებს საარჩევნო პროცესში ჩარევაში სდებს ბრალს


ინდონეზიაში საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაიზარდა ამომრჩეველთა მონაცემების ბაზაზე კიბერთავდასხმების რაოდენობა. ამის შესახებ იტყობინება ქვეყნის გენერალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არიფ ბუდიმანი. მისი თქმით, თავდასხმების ნაწილს ახორციელებენ ჰაკერები რუსეთიდან და ჩინეთიდან. დაწყებულია გამოძიება.

კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თავდასხმები თითქმის საათში ერთხელ ხორციელდება. ჰაკერები ქმნიან ე.წ. „აჩრდილ“ ამომრჩევლებს და პირადობის დამადასტურებელ ყალბ დოკუმენტებს. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გაურკვეველია, ჰაკერები არჩევნების ჩაშლას ცდილობენ, თუ რომელიმე კანდიდატის დახმარებას.

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი პესკოვმა უარყო ბრალდებები ინდონეზიის საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევის თაობაზე. „რუსეთი არ ერევა უცხო ქვეყნების საშინაო საქმეებში, მით უმეტეს ელექტრონულ პროცესებში“, განაცხადა პესკოვმა.

XS
SM
MD
LG