Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური: ირაკლი კვარაცხელიამ თავი ჩამოიხრჩო


საოკუპაციო ხაზი ხურჩასა და ნაბაკევს შორის
საოკუპაციო ხაზი ხურჩასა და ნაბაკევს შორის

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველოს მოქალაქემ, რომელიც „საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის იყო დაკავებული“, თავი მოიკლა:

„2019 წლის 10 მარტს რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია დააკავეს, რომელმაც უკანონოდ გადმოკვეთა აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარი. ის გადაყვანილი იყო სასაზღვრო სამმართველოს დანაყოფში. ოთახში მარტო ყოფნისას მან თავი ჩამოიხრჩო. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს“, - წერია განცხადებაში.

ირაკლი კვარაცხელიას, მათივე ცნობით, ჩაუტარდა ექსპერტიზა აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში, სადაც დაადგინეს, რომ სიკვდილის მიზეზი არ ყოფილა ძალადობა.

ამჟამად წყდება ქართული მხარესთვის ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადაცემის საკითხი. საქმეს რუსეთის ფედერაციის შესაბამისი უწყებები იძიებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG