Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუსმენი ხელისუფლებას მოუწოდებს გამოიძიოს ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ამბავი


საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო მექანიზმების მაქსიმალური გამოყენებით, ძალისხმევა არ დაიშუროს ეფექტური გამოძიებისა და სავარაუდო დამნაშავეების პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად.

„შემაშფოთებელია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გარდაცვლილის მიმართ დაკავების დროს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე, რაც დამატებით შესწავლას საჭიროებს“, - წერს სახალხო დამცველი.

საქართველოს სახალხო დამცველი ირაკლი კვარაცხელიას ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით დაკავებას აფასებს როგორც თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტს, რაც ხშირად ხდება საოკუპაციო ძალების მხრიდან.

ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მომხდარი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმის აუცილებლობას. ომბუდსმენი საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს გადადგას უფრო მქედითი ნაბიჯები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG